მუხლი 1. სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და ხანგრძლივობა

1 . სსცეფ - სრული სახელწოდება და აბრევიატურაა :

ქართულ ენაზე - s aqarTvelos s port c ekvebis e rovnuli f ederacia” (sscef)

ინგლისურ ენაზე - « G EORGIAN N ATIONAL D ANCE S PORT F EDERATION» (GNDSF)

2 . საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაცია / 202059477 ( შემდგომ ტექსტში - ფედერაცია - შემოკლებით კი - „ სსცეფ ) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30- მუხლის საფუძველზე შექმნილ კერძო სამართლის არასამეწარმეო ( არაკომერციულ ) იურიდიულ პირს , რომელიც რეგისტრირებულია . თბლისის დიდუბის რაიონის სასამართლოს მიერ 1998 წლის 3 ივლისს ,#2/9 – 20 დადგენილებით ;

3. ფედერაცია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით .

4. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად , სსცეფ არის სპორტის შესაბამისი სახეობის სპორტული ცეკვების ყველა მიმდინარეობის ხელმძღვანელი ერთადერთი ორგანო ( ორგანიზაცია ) საქართველოში , რომელიც დამოუკიდებლად და სრულად წარმართავს საქმიანობას და რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ქვეყნის ( საერთაშორისო სამართლის ნორმით აღიარებულ ფარგლებში ) მთელს ტერიტორიაზე . სსცეფ არის ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანო ( ორგანიზაცია ), რომელიც წარმოადგენს სპორტულ ცეკვებს , როგორც ქვეყნის შიგნით , ისე მის ფარგლებს გარეთ ;

5 . სსცეფ აღიარებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ;

6. სსცეფ არის (WDSF – World DanceSport Federation - http://www.worlddancesport.org/ ) სპორტცეკვების მსოფლიო ფედერაციის წევრი 1992 წლიდან . სსცეფ ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს WDSF - ის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში , ჩემპიონატებში და პირველობებში და გადაიხადოს საწევ რო შენატანი .

7. სსცეფ საკუთარ საქმიანობას წარმართავს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის , საკუთარი წესდების და WDSF - ის წესდებ ის შესაბამისად ; თუ სსცეფ - წესდება ეწინააღმდეგება WDSF - ის წესდებ ას ან სხვა წესებს , მაშინ მოქმედებს სსცეფ - წესდება , ხოლო თუ ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან - მაშინ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა ;

8 . სსცეფ 1990 წლიდან არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი . სსცეფ ცნობს ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებს , მიზნებსა და ამოცანებს და თავის საქმიანობას წარმართავს მასთან მჭიდრო ურთიერთკავშირში ;

9. სსცეფ რეგისტრაციის მომენტიდან წარმოადგენს იურიდიულ პირს , რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ბალანსი , ქონება , საანგარიშსწორებო და სავალუტო საბანკო ანგარიშები საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ;

10. სსცეფ - იურიდიული მისამართია : . თბილისი , დავით აღმაშენებლის გამზ . #182 ,

საფოსტო ინდექსი 01 19 ;

ტელეფონი : +995-322-35-52-75; ელ - ფოსტა : gndsf@hotmail.com ვებ - გვერდი : www.gndsf.ge

11. ფედერაცია სარგებლობს სსცეფ - ბეჭდით და ასევე გააჩნია საკუთარი ტიტულიანი ბლანკი , შტამპი , ლოგო და დროშა , რომელიც გამოიყენება მარკეტინგული და სხვა მიზნებისათვის ;

12 . ფედერაცია უფლებამოსილია თავისი სახელით დადოს გარიგებები , შეიძინოს ქონებრივი , არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობები . იყოს მოსარჩერლე ან მოპასუხე სასამართლოში ან არბიტრაჟში ;

13. ფედერაცია თავისი წევრის ( წევრების ), ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ( პირების ) მდგომარეობისგან დამოუკიდებელია . ფედერაციის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით . ფედერაციის ვალდებულებებისათვის მისი წევრები , აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ( პირები ) პასუხს არ აგებენ . ასევე არ აგებს პასუხს ფედერაცია საკუთარი წევრების , აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ( პირების ) ვალდებულებებისათვის .


სიახლენი
პრეს–რელიზი #2017-09

პრეს–რელიზი #2017-09

ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში 2017 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმები

31.12.2017 იხილე...
ახალი სეზონის კალენდარი

ახალი სეზონის კალენდარი

2017–2018 სეზონის ფედერაციის შეჯიბრებების და ღონისძიებების  სამოქმედო გეგმა–კალენდარი (თბილისი, საქართველო)

04.09.2017 იხილე...
ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის (სსცეფ-ის) პრეზიდენტის, ბ-ნ გიორგი გაჩეჩილაძის დადგენილება სსცეფ-ის რიგითი (საარჩევნო) ყრილობის მოწვევის შესახებ

01.08.2017 იხილე...
Design: Giorgi Tsartsidze; Web Development: Tea Kharitonashvili