მუხლი 2. მიზნები და საქმიანობა

სსცეფ - მიზნებია კანონით დადგენილი წესით :

1. საქართველოში სპორტული ცეკვების ყველა მიმართულების ( სამოყვარულო სპორტი , სოციალური ცეკვები , ინდივიდუალური ( სოლო ) შემსრულებლები , პროფესიონალები და სხვა ) მუდმივი განვითარება სსცეფ - ტერიტორიაზე , პოპულარიზაცია და ხელშეწყობა - ცეკვების გამაერთიანებელი , საგანმანათლებლო , კულტურული და ჰუმანური ფასეულობების ჭრილში , განსაკუთრებით კი ახალგაზრდული და განვითარების პროგრამების საშუალებით ;

2. სპორტულ ცეკვებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ყველა რანგისა და ფორმის შეჯიბრის ორგანიზება , სპორტული ცეკვების სხვადასხვა მიმდინარეობ ებ ის მიხედვით , რომელიც არ არის შეზღუდული მხოლოდ ამ პუნქტში ჩამოთვლილი ცეკვის სახეობებით და მიმდინარეობებით , კერძოდ კი : ევროპული ( Standard ) ცეკვების პროგრამა , ლათინო - ამერიკული (Latin-American) ცეკვების პროგრამა , პრო - ემი - ( პროფესიონალი - მოყვარული - Pro-Am ან მასწავლებელი - სტუდენტი - Teacher-Student ), ინდივიდუალური ( სოლო - Solo) შემსრულებლები - ევროპული და ლათინო - ამერიკული ცეკვები , ახალი ვოგი (New Vogue), ამერიკული სტილი ( American Style ) , ფრისტაილი ( Freestyle ) , როკ როლი ( Rock ’n Roll ) , მოდერნი და ლათინო - ამერიკული ცეკვების სექვეი ( Old Time and Modern and Latin Sequence ), შოუ ცეკვების პროგრამა (Show Dance), არგენტინული ტანგო ( Argentine Tango ), კარიბული მიქსი ( Caribbean Mix) - სალსა , მერენგა , ბაჩატა და სხვა ( Salsa, Merengue, Bachata ), ბუგი - ვუგი (Boogie-Woogie) , ჰიპ - ჰოპი (Hip-Hop) , ფლამენკო (Flamenco) , აღმოსავლური ცეკვები ( Oriental Dances ), ნაციონალური - ქართული ცეკვები (National – Georgian Folk) და სხვა .

3 . საქართველოს ნაკრები გუნდების ფორმირება და მომზადება ; სპორტის ოსტატთა მომზადების მაღალკვალიფიციური სისტემის უზრუნველყოფა , მოყვარულ და პროფესიონალ სპორტსმენთა მომზადება და ყველა სპორტსმენის ოსტატობის დონის ამაღლება - საერთაშორისო და ადგილობრივი სემინარების , მასტერ კლასების და გამოცდების ჩატარების გზით . სპორტსმენთა წარმატებული გამოსვლის უზრუნველყოფა სპორტული ცეკვების მსოფლიო თამაშებზე , მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე , თასებზე , რეიტინგულ შეჯიბრებებზე და მომავალში ოლიმპიურ თამაშებზე ;

4. საერთაშორისო რეიტინგული შეჯიბრებების და ჩემპიონატების მასპინძლობა ; მათი უმაღლეს დონეზე ჩატარების უზრუნველყოფა - ფედერაციის ყველა წევრის აბსოლუტური ჩართულობით ;

5. სსცეფ შეიძლება ეწეოდეს არასამეწარმეო სახის საქმიანობას , რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ფედერაციის მიზნების განხორციელებას ;

6. სამეწარმეო ხასიათის საქმიანობას ფედერაციისთვის შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ დამხმარე ხასიათი და ამგვარი საქმიანობით მიღებული მთლიანი შემოსავალი უნდა მოხმარდეს მხოლოდ ფედერაციის მიზნების მიღწევას ;

სიახლენი
პრეს–რელიზი #2017-09

პრეს–რელიზი #2017-09

ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში 2017 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმები

31.12.2017 იხილე...
ახალი სეზონის კალენდარი

ახალი სეზონის კალენდარი

2017–2018 სეზონის ფედერაციის შეჯიბრებების და ღონისძიებების 

სამოქმედო გეგმა–კალენდარი

თბილისი, საქართველო
04.09.2017 იხილე...
ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის (სსცეფ-ის) პრეზიდენტის, ბ-ნ გიორგი გაჩეჩილაძის დადგენილება სსცეფ-ის რიგითი (საარჩევნო) ყრილობის მოწვევის შესახებ

01.08.2017 იხილე...
Design: Giorgi Tsartsidze; Web Development: Tea Kharitonashvili