მუხლი 18. რიგითი საერთო კრება (ყრილობა)

1. რიგითი საერთო კრება ( ყრილობა) გაიმართება ყოვეწლიურად ;

2. სსცეფ - გამგეობა (პრეზიდიუმი) ადგენს რიგითი საერთო კრების ( ყრილობის) ჩატარების დროს და ადგილს . წევრებს საერთო კრებაზე ( ყრილობაზე) მოწვევის წერილობითი შეტყობინება ეგზავნებათ (ელ-ფოსტით) საერთო კრების ( ყრილობის) ჩატარების თარიღამდე სულ მცირე 3 0 დღით ადრე ;

3. სსცეფ - საერთო კრების ( ყრილობის) ჩატარებამდე სულ მცირე 20 დღით ადრე წევრებს ეგზავნებათ წერილობითი შეტყობინება ( ელ - ფოსტით ) , რომელიც უნდა მოიცავდეს საერთო კრების (ყრილობის) დღის წესრიგს , პრეზიდენტის სამოქმედო ანგარიშს , ფინანსურ ანგარიშს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას ;

4 . რიგითი საერთო კრების ( ყრილობის) დღის წესრიგი შეიცავს შემდეგ სავალდებულო საკითხებსა და დოკუმენტაციას :

1. განაცხადი იმის შესახებ , რომ საერთო კრება ( ყრილობა) მოწვეულია სსცეფ - წესდების

შესაბამისად ;

2. დღის წესრიგის დამტკიცება ;

3. პრეზიდენტის მოხსენება ;

4. სამი წევრის დანიშვნა ოქმის შესამოწმებლად ;

5. დამკვირვებლების დანიშვნა ;

6. წევრის გარიცხვა ( თუკი ასეთი საჭიროება არსებობს );

7. წინა საერთო კრების ( ყრილობის) ოქმის დამტკიცება ;

8. წინა საერთო კრების ( ყრილობის) შემდეგ გაწეული საქმიანობის ანგარიში ;

9. კონსოლიდირებული და შემოწმებული საბუღალტრო ბალანსი და მოგება - ზარალის ანგარიშები ;

10. ფინანსური ანგარიშის დამტკიცება ;

11. ბიუჯეტის დამტკიცება ;

12. საწევრო გადასახადი ;

13. სსცეფ - წესდებაში , მის მარეგულირებელ დებულებებში და საერთო კრების ( ყრილობის) რეგლამენტში ცვლილებების შეტანის წინადადებებზე კენჭისყრა

( თუკი ასეთი საჭიროება არსებობს );

14. სსცეფ - წევრების და გამგეობის (პრეზიდიუმის) წინადადებების განხილვა ;

15. დამოუკიდებელი აუდიტორის დანიშვნა ;

16. პრეზიდენტის და გამგეობის (პრეზიდიუმის) წევრთა არჩევა ( თუკი ასეთი საჭიროება არსებობს );

17. სსცეფ - წევრების და გამგეობის (პრეზიდიუმის) მიერ წარმოდგენილი სხვა

საკითხების განხილვა ;

5 . რიგითი საერთო კრების ( ყრილობის) დღის წესრიგი შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში თუ ყრილობის დამსწრე წევრების 2/3 ეთანხმება ამ ცვლილებას ;

6 . საერთო კრებას ( ყრილობას) არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საკითხზე , რომელიც არ არის შეტანილი დღის წესრიგში .

სიახლენი
პრეს–რელიზი #2017-09

პრეს–რელიზი #2017-09

ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში 2017 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმები

31.12.2017 იხილე...
ახალი სეზონის კალენდარი

ახალი სეზონის კალენდარი

2017–2018 სეზონის ფედერაციის შეჯიბრებების და ღონისძიებების 

სამოქმედო გეგმა–კალენდარი

თბილისი, საქართველო
04.09.2017 იხილე...
ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის (სსცეფ-ის) პრეზიდენტის, ბ-ნ გიორგი გაჩეჩილაძის დადგენილება სსცეფ-ის რიგითი (საარჩევნო) ყრილობის მოწვევის შესახებ

01.08.2017 იხილე...
Design: Giorgi Tsartsidze; Web Development: Tea Kharitonashvili