მუხლი 25. ფედერაციის გამგეობის (პრეზიდიუმის) უფლებამოსილება

ფედერაციის გამგეობა (პრეზიდიუმი) უფლებამოსილია :

1. მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე , რომელიც არ შედის საერთო კრების ( ყრილობის ) კომპეტენციაში, ან არ ევალებათ სხვა ორგანოებს კანონით, ან ამ წესდების მიხედვით ;

2. მოიწვიოს სსცეფ - რიგითი და რიგგარეშე საერთო კრებები ( ყრილობები) ;

3. დანიშნოს სსცეფ - მუდმივმოქმედი კომიტეტების თავმჯდომარეები , მოადგილეები და წევრები ( თუკი ასეთი საჭიროება არსებობს );

4. დანიშნოს იურიდიული ორგანოების თავმჯდომარეები , მოადგილეები და წევრები ( თუკი ასეთი საჭიროება არსებობს );

5. საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალური ან დროებითი კომიტეტების შექმნის შესახებ ;

6. დაადგინოს წესები მუდმივმოქმედი და დროებითი კომიტეტების ორგანიზაციისთვის ;

7. შესთავაზოს საერთო კრებას ( ყრილობას) დამოუკიდებელი აუდიტორები ან დანიშნოს სსცეფ - მუდმივმოქმედი სარევიზიო საბჭო ;

8. დაადგინოს სსცეფ - შეჯიბრებების ადგილი და დრო ( კალენდარი ) ;

9. დანიშნოს ეროვნული ნაკრები გუნდების მწვრთნელები ;

10. დაამტკიცოს დებულებები , სადაც განსაზღვრულია თუ როგორ უნდა მოხდეს სსცეფ - ორგანიზება შიდა განაწესით ;

11. უზრუნველყოს წესდების დებულებების განსახორციებლად საჭირო სააღმსრულებლო ღონისძიებების გატარება ;

12. გაათავისუფლოს გამგეობის წევრი, მომდევნო საერთო კრებამდე ( ყრილობამდე), თუკი ამ წევრის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლებრივი დევნა ;

13. გაანაწილოს დავალებები სსცეფ - სხვა ორგანოებზე ან მესამე მხარეებზე , მათი უფლებამოსილების ფარგლებიდან გამომდინარე .

სიახლენი
პრეს–რელიზი #2017-09

პრეს–რელიზი #2017-09

ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში 2017 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმები

31.12.2017 იხილე...
ახალი სეზონის კალენდარი

ახალი სეზონის კალენდარი

2017–2018 სეზონის ფედერაციის შეჯიბრებების და ღონისძიებების  სამოქმედო გეგმა–კალენდარი (თბილისი, საქართველო)

04.09.2017 იხილე...
ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის (სსცეფ-ის) პრეზიდენტის, ბ-ნ გიორგი გაჩეჩილაძის დადგენილება სსცეფ-ის რიგითი (საარჩევნო) ყრილობის მოწვევის შესახებ

01.08.2017 იხილე...
Design: Giorgi Tsartsidze; Web Development: Tea Kharitonashvili