მუხლი 28. პრეზიდენტობის კანდიდატები

1. პრეზიდენტს ირჩევს ყრილობა ოთხი წლის ვადით . მისი უფლებამოსილება იწყება ყრილობაზე კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ . მოქმედმა პრეზიდენტმა შეიძლება ამ თანამდებობაზე ხელახლა იყაროს კენჭი ;

2. პირველ ტურში სსცეფ - პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა ხმის უფლების მქონე პირთა უბრალო უმრავლესობა (50% + 1). თუ ორზე მეტი კანდიდატი იღებს არჩევნებში მონაწილეობას , ყოველი ტურის შემდეგ კანდიდატი , რომელსაც ექნება ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა , ამოღებული იქნება შემდეგი ტურიდან მანამ , სანამ არ დარჩება ორი კანდიდატი . თუ ორ ან მეტ კანდიდატს ხმათა თანაბარი რაოდენობა ექნებათ , უნდა ჩატარდეს შემდეგი ტური , რათა გაირკვეს , თუ რომელი კანდიდატი გამოეთიშება ;

3. სსცეფ - პრეზიდენტობაზე კანდიდატურების წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ სსცეფ - წევრებს . საერთო კრების ( ყრილობის) თარიღამდე სულ ცოტა 25 დღით ადრე სსცეფ - წევრებმა გამგეობაში წერილობით უნდა წარადგინონ სსცეფ - პრეზიდენტობის კანდიდატურა ;

4. სსცეფ - გენერალურმა მდივანმა წევრებს უნდა გაუგზავნოს პრეზიდენტობის კანდიდატთა სია , ყრილობის თარიღამდე 20 დღით ადრე ;

5. სსცეფ - პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატი შეიძლება იყოს სსცეფ - წევრის მიერ წარდგენილი 18- დან 70 წლამდე პიროვნება , რომელიც წერილობითი ფორმით დაადასტურებს , რომ აღიარებს სსცეფ - , WDSF- ის , წესდებებს , დებულებებს და გადაწყვეტილებებს და წარმოადგენს სამოქმედო პროგრამას . ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე , აქტიურად ჩართული სპორტული ცეკვების საქმიანობაში და არ უნდა იყოს ნასამართლევი .

6. თუ სსცეფ - პრეზიდენტს ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება , სსცეფ - გამგეობა (პრეზიდიუმი) ვალდებულია ჩაატაროს საერთო კრება (ყრილობა) , რომელზეც აირჩევა ახალი პრეზიდენტი . საერთო კრებამდე ( ყრილობამდე) დარჩენილ პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს ვიცე - პრეზიდენტი .

სიახლენი
პრეს–რელიზი #2017-09

პრეს–რელიზი #2017-09

ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში 2017 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმები

31.12.2017 იხილე...
ახალი სეზონის კალენდარი

ახალი სეზონის კალენდარი

2017–2018 სეზონის ფედერაციის შეჯიბრებების და ღონისძიებების  სამოქმედო გეგმა–კალენდარი (თბილისი, საქართველო)

04.09.2017 იხილე...
ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის (სსცეფ-ის) პრეზიდენტის, ბ-ნ გიორგი გაჩეჩილაძის დადგენილება სსცეფ-ის რიგითი (საარჩევნო) ყრილობის მოწვევის შესახებ

01.08.2017 იხილე...
Design: Giorgi Tsartsidze; Web Development: Tea Kharitonashvili