მუხლი 20. წესდებაში ცვლილებები

1. სსცეფ - წესდებაში , მისი გამოყენების მარეგულირებელ დებულებებში და ყრილობის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ყრილობაზე ;

2 . სსცეფ - წესდებაში ცვლილებების შესატანად სავალდებულოა ყრილობაზე წევრთა უბრალო უმრავლესობის (50% + 1) დასწრება ;

3 . წესდებაში ცვლილებების შეტანის წინადადება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ მაშინ , თუ მას მხარს უჭერს ხმის უფლების მქონე დამსწრე წევრთა 2/3 მაინც ;

4 . ნებისმიერი სახის ცვლილება , რომელიც ეხება წესდების გამოყენების მარეგულირებელ დებულებებს და ყრილობის რეგლამენტს , წარმოდგენილ უნდა იქნეს სსცეფ - გამგეობაში წერილობით , სსცეფ - მინიმუმ 3 წევრის მიერ ;

5 . წესდების გამოყენების მარეგულირებელ დებულებებში და ყრილობის რეგლამენტში ცვლილებებს ესაჭიროება სსცეფ - წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობა .

6. ნებისმიერი სახის ცვლილება წესდებაში წარმოადგენს სარეგისტრაციო ფაქტს და სსცეფ - გამგეობა ვალდებულია უზრუნველყოს სარეგისტრაციო ფაქტების წარდგენა დამოწმებული სახით - ფედერაციის მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ;

7. კეთილსინდისიერი მესამე პირების მიმართ ნებისმიერი სარეგისტრაციო ფაქტი ძალმოსილია მხოლოდ მისი რეგისტრაციის მომენტიდან ;

სიახლენი
პრეს–რელიზი #2017-09

პრეს–რელიზი #2017-09

ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში 2017 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმები

31.12.2017 იხილე...
ახალი სეზონის კალენდარი

ახალი სეზონის კალენდარი

2017–2018 სეზონის ფედერაციის შეჯიბრებების და ღონისძიებების 

სამოქმედო გეგმა–კალენდარი

თბილისი, საქართველო
04.09.2017 იხილე...
ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის (სსცეფ-ის) პრეზიდენტის, ბ-ნ გიორგი გაჩეჩილაძის დადგენილება სსცეფ-ის რიგითი (საარჩევნო) ყრილობის მოწვევის შესახებ

01.08.2017 იხილე...
Design: Giorgi Tsartsidze; Web Development: Tea Kharitonashvili