მუხლი 3. პ რ ო ც ე დ უ რ ა - სსცეფ-ს ნებისმიერ კლასის ათლეტის გადასვლისთვის ფედერაციის წევრი ერთი კლუბიდან - მეორე კლუბში

1. ათლეტი ვალდებულია : ( ან მისი ერთ - ერთი მშობელი , თუ ათლეტი არასრულწლოვანია )

1. შეავსოს განაცხადი #06 - ათლეტის გადასვლის შესახებ - სსცეფ - წევრი ერთი კლუბიდან - მეორე კლუბში - ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე ;

2. განაცხადთან ერთად წარმოადგინოს 2 შუამდგომლობის ფორმა ( მუხლი 1. §7);

3. სრულად დაფაროს ფინანსური ვალდებულებები - საკუთარი კლასის შესაბამისად ( მუხლი 8.) და წარმოადგინოს ამის დამატკიცებელი დოკუმენტაცია ;

2. მწვრთნელები ვალდებულები არიან :

1. ათლეტის მიერ ფინანსური ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ , ყოფილი ”დაზარალებული” და ახალი მწვრთნელი ვალდებული არიან ხელი მოაწერონ შუამდგომლობის შესაბამის ფორმას , რომლებიც თან ახლავს ათლეტის განაცხადს ;

2. თუკი ეს გადასვლა განხორციელებულია ორივე კლუბის ხელმძღვანელის თანხმობის საფუძველზე , ან შეიქმნა წყვილი - სადაც ვაჟი წარმოადგენს ერთ კლუბს , ხოლო ქალი - მეორე კლუბს , ასეთ შემთხვევაში ის ათლეტი რომელიც იასპარეზებს ახალი კლუბის სახელით - გადაიხდის დებულების მე -8 მუხლში მითითებული გადასახადის მხოლოდ 20%- ფედერაციისსასარგებლოდ - სსცეფ - ანგარიშსზე თანხის შეტანით ; წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბიდან კლუბში გადასვლა არ იქნება ასახული ათლეტთა საერთო ბაზაში და ათლეტი ვერ იასპარეზებს ახალი კლუბის სახელით ;

3. სსცეფ - პრეზიდიუმი ვალდებულა :

1. განიხილოს ათლეტის მიერ შევსებული განაცხადი #06 - ათლეტის გადასვლის შესახებ - სსცეფ - წევრი ერთი კლუბიდან - მეორე კლუბში - განაცხადის შესვლის თარიღიდან 15 დღის განმავლობაში და გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში ასახოს ეს გადასვლა ათლეტთა საერთო ბაზაში ;

2. იმ შემთხვევაში კი , თუკი ათლეტი სრულად ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა ფინანსურ ვალდებულებას ამ გადასვლასთან დაკავშირებით და გარკვეული მოსაზრებების გამო არსებული ”დაზარალებული” მწვრთნელი მას ხელს არ მოუწერს შუამდგომლობაზე , ათლეტს აქვს უფლება შემოიტანოს ეს განაცხადი პრეზიდიუმში , ხოლო პრეზიდიუმს აქვს უფლება მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ;

სიახლენი
პრეს–რელიზი #2017-09

პრეს–რელიზი #2017-09

ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში 2017 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმები

31.12.2017 იხილე...
ახალი სეზონის კალენდარი

ახალი სეზონის კალენდარი

2017–2018 სეზონის ფედერაციის შეჯიბრებების და ღონისძიებების 

სამოქმედო გეგმა–კალენდარი

თბილისი, საქართველო
04.09.2017 იხილე...
ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის (სსცეფ-ის) პრეზიდენტის, ბ-ნ გიორგი გაჩეჩილაძის დადგენილება სსცეფ-ის რიგითი (საარჩევნო) ყრილობის მოწვევის შესახებ

01.08.2017 იხილე...
Design: Giorgi Tsartsidze; Web Development: Tea Kharitonashvili