მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ათლეტი სათანადო წესით დარეგისტრირებული უნდა იყოს სსცეფ - წევრ კლუბში , სსცეფ - ათლეტების მონაცემთა საერთო ბაზაში , მას უნდა ჰქონდეს ათლეტის ID ბარათი და საკლასიფიკაციო წიგნაკი - მისი კლასის , კლუბის და მწვრთნელის მითითებით ;

2. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ყველა კატეგორიის შეჯიბრზე ათლეტი მონაწილეობას ღებულობს მხოლოდ იმ კლუბის სახელით , სადაც ის რეგისტრირებულია ; ათლეტის განაცხადს - მის საზღვარგარეთ შეჯიბრში მონაწილეობის შესახებ , ფედერაციის პრეზიდიუმს წარუდგენს მხოლოდ ათლეტის კლუბის ხელმძღვანელი ; ყველა საერთაშორისო შეჯიბრზე ათლეტი წარმოადგენს საქართველოს ;

3. წყვილების შემთხვევაში : წყვილი წარმოადგენს კლუბს და სსცეფ - შემადგენლობაში შემავალ რეგიონალურ ფედერაციას , თუ წყვილი შედგება 2 ათლეტისგან ( ვაჟი და ქალი ), რომელთაგან ერთ - ერთი ათლეტის საცხოვრებელი მისამართი, ან მისი დროებითი რეგისტრაცია არის იმ რეგიონში , რომელი რეგიონის კლუბსაც წარმოადგენს ეს წყვილი ;

4. ერთი წლის განმავლობაში წყვილს აქვს უფლება მხოლოდ ერთხელ განახორციელოს გადასვლა სსცეფ - ერთი წევრი კლუბიდან - მეორე კლუბში ;

5. წინამდებარე დებულების მე -2 მუხლის მიხედვით განსაზღვრულ ყველა სახის გადასვლას კლუბიდან კლუბში - განიხილავს ფედერაციის პრეზიდიუმი და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ; პრეზიდიუმს აქვს უფლება საკითხის განხილვის დროს მოიწვიოს დაინტერესებული მხარეები , თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის ;

6. ათლეტი ან მისი ერთ - ერთი მშობელი ( თუ ათლეტი არასრულწლოვანია ), რომელიც გეგმავს სსცეფ - წევრი ერთი კლუბიდან გადასვლას სსცეფ - წევრ მეორე კლუბში ვალდებულია შეავსოს განაცხადი #06 - ათლეტის გადასვლის შესახებ - სსცეფ - წევრი ერთი კლუბიდან - მეორე კლუბში - ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე ;

7. განაცხადის ფორმას თან ახლავს 2 შუამდგომლობის ფორმა :

1. ათლეტის არსებული კლუბის ხელმძღვანელის (”დაზარალებული” მწვრთნელის) დასტური ან უარყოფა - მისი კლუბიდან ათლეტის გასვლასთან დაკავშირებით ;

2. ათლეტის ახალი კლუბის ხელმძღვანელის (მწვრთნელის) დასტური ან უარყოფა - მის კლუბში ათლეტის გადმოსვლასთან დაკავშირებით ;

8. ათლეტი ვალდებულია წინამდებარე დებულების მე -8 მუხლში მითითებული ფინანსური ვალდებულებები სრულად და ჯეროვნად შეასრულოს მისი ყოფილი კლუბის და ფედერაციის წინაშე და ამ ვალდებულებების შესრულების დამამტკიცებელი საბანკო საგადასახადო დავალებები (თანხის გადახდის შესახებ) თან დაურთოს განაცხადს , წინააღმდეგ შემთხვევაში - ეს განაცხადი არ იქნება განხილული პრეზიდიუმის მიერ ;

9. ათლეტის ყოფილი კლუბის ხელმძღვანელი (”დაზარალებული” მწვრთნელი) კი თავის მხრივ - ვალდებულია არ შეუქმნას დაბრკოლება ათლეტს ამ ფინანსური ვალდებულების განხორციელებაში და ათლეტის მხრიდან ხელმოწერილი განაცხადის შეტანის თარიღიდან არაუგვიანეს 7 დღეში წარუდგინოს მას ფინანსური ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი ( ინვოისი , საბანკო რეკვიზიტები და სხვა );

10. სრულად შევსებული განაცხადის , ყველა მხარის შუამდგომლობის და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაციის პრეზიდიუმში წარდგენის შემდეგ , პრეზიდიუმი ვალდებულია 15 დღის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული გადასვლის შესახებ და აცნობოს ყველა მხარეს ელექტრონულად ;

11. ათლეტის სსცეფ - კლუბიდან კლუბში გადაყვანის შესახებ პრეზიდიუმის გადაწყვეტილება შესასრულებლად ეძლევა ფედერაციის სპორტ-დირექტორს და ფედერაციის RLS ადმინისტრატორს , რომლებმაც ფედერაციის ათლეტთა საერთო ბაზაში 7 დღის განმავლობაში უნდა მოახდინონ შესაბამისი შესწორების შეტანა ;

12. ფედერაციის ათლეტთა საერთო ბაზაში ცვლილებების შეტანის შემდეგ , ათლეტის გადასვლა სსცეფ - ერთი წევრი კლუბიდან - მეორე კლუბში დასრულებულია და მას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სსცეფ - ეგიდით ჩატარებულ ყველა შეჯიბრში და ღონისძიებაში - ახალი კლუბის სახელით , მას შემდეგ , რაც ის სრულად ამოწურავს თავისი კლასის მიხედვით განსაზღვრულ სადისკვალიფიკაციო ვადას :

1. ”A” და ქვევით კლასამდე ათლეტის სადისკვალიფიკაციო ვადა შეადგენს 3 თვეს ;

2. S და M კლას ის ათლეტის სადისკვალიფიკაციო ვადა შეადგენს 6 თვეს ;

13. ახალ კლუბში ათლეტისთვის კლასის და ოსტატობის დონის ამაღლება და შედეგები , შჯიბრზე პირველი გამოსვლიდან ( დისკვალიფიკაციის ვადის ამოწურვის შემდეგ ) 1 წლის განმავლობაში - საკლასიფიკაციო შედეგები ეთვლება ამ ათლეტის ყოფილ ”დაზარალებულ” მწვრთნელს ( მისი სამსაჯო კატეგორიის ამაღლებისთვის) და არა ახალ მწვრთნელს, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ათლეტი შეჯიბრზე გამოდის ახალი კლუბის სახელით;

სიახლენი
პრეს–რელიზი #2017-09

პრეს–რელიზი #2017-09

ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში 2017 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმები

31.12.2017 იხილე...
ახალი სეზონის კალენდარი

ახალი სეზონის კალენდარი

2017–2018 სეზონის ფედერაციის შეჯიბრებების და ღონისძიებების  სამოქმედო გეგმა–კალენდარი (თბილისი, საქართველო)

04.09.2017 იხილე...
ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის (სსცეფ-ის) პრეზიდენტის, ბ-ნ გიორგი გაჩეჩილაძის დადგენილება სსცეფ-ის რიგითი (საარჩევნო) ყრილობის მოწვევის შესახებ

01.08.2017 იხილე...
Design: Giorgi Tsartsidze; Web Development: Tea Kharitonashvili