მუხლი 4. სსცეფ-ს წევრ ახალ კლუბში ათლეტის დარეგისტრირება, მას შემდეგ, რაც მან საკუთარი სურვილით დატოვა სსცეფ-ს წევრი სხვა კლუბი;

1. ათლეტს აქვს ნებისმიერ დროს საკუთარი სურვილით დატოვოს კლუბი , თუკი ის მიიღებს გადაწყვეტილებას აღარ გააგრძელოს საცეკვაო კარიერა და კლუბის ხელმძღვანელი ვალდებულია დროულად შეატყობინოს ამის შესახებ ფედერაციის სპორტ - დირექტორს , რათა მან შეაჩეროს ათლეტის აქტიური სტატუსი - მონაცემთა საერთო ბაზაში ;

2. თუკი გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ , ასეთი ათლეტი კვლავ მოისურვებს საცეკვაო კარიერის გაგრძელებას , მაგრამ სსცეფ - წევრი სხვა , ახალი კლუბის სახელით , მაშინ ის ვალდებულია ჯერ გაიაქტიუროს საკუთარი სტატუსი ძველ კლუბში , ასევე მონაცემთა საერთო ბაზაში და დაიწყოს კლუბიდან კლუბში გადასვლის პროცედურა ( მუხლი 3.), გარდა ამ პუნქტში ქვევით მითითებული გამონაკლისისა, როდესაც მას აქვს უფლება დარეგისტრირდეს ახალ კლუბში - ყოველგვარი ფინანსური ვალდებულების და შუამდგომლობის გარეშე :

1. ”A” და ქვევით კლასის ათლეტი განაახლებს საცეკვაო კარიერას 3 წლის შემდეგ ;

2. ხოლო S და M კლას ის ათლეტი 5 წლის შემდეგ ;

3. თუკი ათლეტს გამოყენებული აქვს საერთაშორისო ტრანსფერი და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მას კვლავ სურს საქართველოს სახელით იასპარეზოს , ასეთ შემთხვევაში ის ვალდებულია დაბრუნდეს თავის არსებულ, ძველ კლუბში , თუკი არ არის გასული ამ მუხლის 2.1. და 2.2. პარაგრაფით განსაზღვრული ვადა ;

სიახლენი
პრეს–რელიზი #2017-09

პრეს–რელიზი #2017-09

ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში 2017 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმები

31.12.2017 იხილე...
ახალი სეზონის კალენდარი

ახალი სეზონის კალენდარი

2017–2018 სეზონის ფედერაციის შეჯიბრებების და ღონისძიებების  სამოქმედო გეგმა–კალენდარი (თბილისი, საქართველო)

04.09.2017 იხილე...
ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის (სსცეფ-ის) პრეზიდენტის, ბ-ნ გიორგი გაჩეჩილაძის დადგენილება სსცეფ-ის რიგითი (საარჩევნო) ყრილობის მოწვევის შესახებ

01.08.2017 იხილე...
Design: Giorgi Tsartsidze; Web Development: Tea Kharitonashvili