მუხლი 3. ათლეტთა დაყოფა ასაკობრივად და ოსტატობის კლასების მიხედვით

1. ძირითადი მოცემულობები:

· ასაკობრივი კატეგორია;

· ოსტატობის კლასი და მისი შესაბამისი სპორტული წოდება ან თანრიგი;

· საკლასიფიკაციო ჯგუფი;

· საკლასიფიკაციო წიგნაკი;

· სსცეფ-ს ეგიდით შეჯიბრებები ტარდება მხოლოდ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით - შესაძლოა სხვადასხვა ოსტატობის კლაისის მქონე ათლეტებს შორის;

2. ასაკობრივი კატეგორია :

WDSF - ის წესების შესაბამისად , სსცეფ - ში მიღებულია შემდეგი ასაკობრივი კატეგორიები :

ასაკობრივი კატეგორია

1.

ყმაწვილები I - Juvenile I - (9 წლამდე )

2.

ყმაწვილები II - Juvenile II - ( 10-11 წწ )

3.

მოზარდები I - Junior I – ( 12-13 წწ )

4.

მოზარდები II - Junior II – ( 14-15 წწ )

5.

ახალგაზრდები - Youth – ( 16-17-18 წწ )

6.

უფროსები - Adults – (19 და ზევით )

7.

სენიორები I - Senior I - ( 35/30 )

8.

სენიორები II - Senior II - ( 45/40 )

9.

სოლო შემსრულებლები - Solo - (9 წლამდე )

10.

სოლო შემსრულებლები - Solo - ( 10-12 წწ )

11.

სოლო შემსრულებლები - Solo - ( 1 3 წწ და ზევით )

12.

გუნდები - Formation - ( სხვადასხვა ასაკი )









3. ყველა კატეგორიის და რანგის შეჯიბრზე , ორგანიზატორები ვალდებულნი არიან გამოიყენონ ცხრილში მოცემული სახელწოდებები და შემოკლებები : ზეპირ განცხადებებში , წერილობით დოკუმენტებში , თუ სხვადასხვა ბეჭდვით პროდუქციაში .

4. ასაკობრივი კატეგორია , რომელშიც უნდა გამოვიდეს მოცეკვავე წყვილი მთელი კალენდარული წლის განმავლობაში განისაზღვრება , წყვილში ასაკობრივად უფროსი მოცეკვავის დაბადების წლის მიხედვით .

შეჯიბრის ჩატარების წელს , წყვილში ასაკით უფროს მოცეკვავეს :

ყმაწვილები I - Juvenile I - არ უნდა უსრულდებოდეს 10 წელი ;

ყმაწვილები II - Juvenile II - არ უნდა უსრულდებოდეს 12 წელი და უნდა იყოს 10 ან 11 წლის ;

მოზარდები I - Junior I - არ უნდა უსრულდებოდეს 14 წელი და უნდა იყოს 12 ან 13 წლის ;

მოზარდები II - Junior II - არ უნდა უსრულდებოდეს 16 წელი და უნდა იყოს 14 ან 15 წლის ;

ახალგაზრდები - Youth - არ უნდა უსრულდებოდეს 19 წელი და უნდა იყოს 16 ან 17 ან 18 წლის ;

უფროსები - Adults - უნდა უსრულდებოდეს 19 წლის და მეტი ;

სენიორები I - Senior I - ასაკით უფროს პარტნიორს უნდა უსრულდებოდეს იყოს 35 წელი

და მეტი , ხოლო ასაკით უმცროსს მინ . 30 წელი ;

სენიორები II - Senior - ასაკით უფროს პარტნიორს უნდა უსრულდებოდეს იყოს 45 წელი

და მეტი , ხოლო ასაკით უმცროსს მინ . 40 წელი ;

5. ათლეტი ვალდებულია გამოვიდეს მხოლოდ თავის ასაკობრივ კატეგორიაში ან მასზე 1 საფეხურით მაღალ ასაკობრივ კატეგორიასი (მისი ოსტატობის კლასის გათვალისწინების გარეშე) . ამ წესის დარღვევის გამო , ათლეტის , მისი მწვრთნელის და იმ შეჯიბრის ორგანიზატორის მიმართ , სადაც დაფიქსირდება ამ წესის დარღვევა, გატარდება შესაბამისი დისციპლინარული ღონისძიებები , რომლებსაც დაადგენს სსცეფ-ს პრეზიდიუმი .

6. ოსტატობის კლასში - იგულისხმება , ათლეტის ფიზიკური განვითარების , ფსიქოლოგიური და მუსიკალურ - ესთეტიური მომზადების დონე , რომელიც საშუალებას აძლევს მას შეასრულოს ტექნიკურად და ქორეოგრაფიულად განსაზღვრული სირთულის ფიგურები და ცეკვები , ვარჯიშის და შეჯიბრის პროცესის განმავლობაში, გამომდინარე მისი ასაკიდან .

7. კლასებს გააჩნიათ შემდეგი აღნიშვნები : E ”, “ D ”, “ C ”, “ B ”, “ A ”, “ S და "М".

8. საწყისი და ყველაზე იოლი არის “Е” კლასი , ხოლო უმაღლესი -"М" (Master) კლასი .

9. ოსტატობის კლასები შესაბამისობაში არიან სპორტულ თანრიგებთან :

I - სპორტის ოსტატობის კანდიდატი ;

II - სპორტის ოსტატი ;

III - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ;

10. საკლასიფიკაციო ჯგუფები - გულისხმობს განსაზღვრულ ასაკობრივ კატეგორიაში დაშვებულ ოსტატობის კლასებს . საკლასიფიკაციო ჯგუფი განსაზღვრავს მაქსიმალურად დაშვებულ ოსტატობის უმაღლესს კლასს , ამა თუ იმ ასაკობრივ კატეგორიაში .

11. სსცეფ - ში მიღებულია შემდეგი საკლასიფიკაციო ჯგუფები :

ასაკობრივი კატეგორია

დაშვებული კლასები

1.

ყმაწვილები I - Juvenile I - (9 წლამდე )

“E”,“D”

2.

ყმაწვილები II - Juvenile II - ( 10-11 წწ )

“E”,“D”,

3.

მოზარდები I - Junior I – ( 12-13 წწ )

“E”,“D”,”C”

4.

მოზარდები II - Junior II – ( 14-15 წწ )

“E”, “D”,”C”,”B”

5.

ახალგაზრდები - Youth – ( 16-17-18 წწ )

“E”, “D”,”C”,”B”,”A”

6.

უფროსები - Adults – (19 და ზევით )

“E”, “D”,”C”,”B”,”A”,”S””M”

7.

სენიორები I - Senior I - ( 35/30 )

“E”, “D”,”C”,”B”,”A”,”S”,”M”

8.

სენიორები II - Senior II - ( 45/40 )

“E”, “D”,”C”,”B”,”A”,”S”,”M”

9 .

სოლო 2 ცეკვა - Solo

“E”

10 .

სოლო 3 ცეკვა - Solo

“D”

11 .

სოლო 4 ცეკვა - Solo

“C”

12 .

სოლო 5 ცეკვა - Solo

“B”

12. ათლეტის საკვალიფიკაციო წიგნაკი - არის მისი ძირითადი დოკუმენტი და იგი უნდა შეიცავდეს ათლეტის შესახებ ყველა საჭირო მონაცემს : სარეგისტრაციო ნომერი , ათლეტის MIN # ანუ ID ბარათის # , ქალაქის ან რეგიონის მითითებით ; რეგიონალური ორგანიზაციის დასახელება ; საცეკვაო კლუბის დასახელება ; სახელი და გვარი ლათინური ტრანსლიტერაციით , მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტის მიხედვით ; დაბადების დღე/თვე/წელი ; მისი ოსტატობის კლასი , ჩანაწერები თანრიგების და წოდებების მინიჭების შესახებ ; ჩანაწერები საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ ; ჩანაწერები სპორტული დისკვალიფიკაციის შესახებ ; მონაწილეობა სასწავლო შეკრებებზე , სემინარებზე და მასტერ კლასებზე; პარტნიორის სახელი და გვარი ; იმ შეჯიბრის მონაცემები, სადაც გამოდიოდა ათლეტი , დაკავებული ადგილის და გამომუშავებული ქულების მითითებით ;

13. ყოველი ათლეტი ვალდებულია - ყოველა შეჯიბრზე ( საქართველოში და საზღვარგარეთ ) დარეგისტრირდეს და წარმოადგინოს სსცეფ - ის პრეზიდიუმის მიერ მიღებული და დამტკიცებული ერთიანი ნიმუშის საკლასიფიკაციო წიგნაკი და ასევე თან უნდა იქონიოს სსცეფ - ID ბარათი ( ან WDSF- ის ID ბარათი - საერთაშორისო შეჯიბრებებზე ). საკლასიფიკაციო წიგნაკის და სსცეფ - ID ბარათის წარდგენის გარეშე , ათლეტის რეგისტრაცია და შეჯიბრზე დაშვება არ მოხდება . გამონაკლისის დაშვების უფლება აქვს მხოლოდ მთავარ მსაჯს ;

14. ათლეტის საკლასიფიკაციო წიგნაკი ფორმდება სსცეფ - რეგიონალური წევრი ორგანიზაციის მიერ , საცეკვაო - სპორტული კლუბის ხელმძღვანელის განცხადების საფუძველზე , სსცეფ - მოთხოვნათა შესაბამისად . რეგიონალური ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს მისი ყველა წევრი - ათლეტი საკლასიფიკაციო წიგნაკებით . დაადასტუროს ყველა ჩაწერილი მონაცემი თავისი ბეჭდით და პრეზიდენტისა და სპორტ - დირექტორის ხელმოწერით . წინასწარ შეადაროს ათლეტის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი ათლეტის დაბადების მოწმობასთან ან პასპორტთან ;

15. ყველა შეჯიბრზე , სადაც გამოდის ათლეტი , მის საკლასიფიკაციო წიგნაკში , აუცილებლად იწერება ინფორმაცია შეჯიბრის შესახებ , ათლეტის შედეგი და დაგროვლილი ქულები . ამაზე პასუხისმგებელია თავად ათლეტი , მთავარი მსაჯი და ორგანიზატორი ; ჩანაწერი დასტურდება ორგანიზატორის ბეჭედით და მთავარი მსაჯის ხელმოწერით ;

16. ქულები - წყვილს ან სოლო შემსრულებელს ერიცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუკი შეჯიბრში მონაწილეობს სულ მცირე სამი კლუბის წარმომადგენელი ;

17. საკლასიფიკაციო წიგნაკის გამოცვლის შემთხვევაში , წიგნაკში იწერება წყვილის მიერ უკვე დაგროვილი ქულები და ოსტატობის არსებული კლასი , რომლებიც უზრუნველყოფს შემდგომში ამ ათლეტის გადასვლას უფრო მაღალ კლასში ;

18. ყველა რანგის შეჯიბრზე მთავარი მსაჯი ვალდებულია გააკონტროლოს , ათლეტის საკლასიფიკაციო წიგნაკში ამ შეჯიბრზე მიღებული რეზულტატების შეტანა ორგანიზატორის მიერ და ხელმოწერით დაადასტუროს შედეგი ;

სიახლენი
პრეს–რელიზი #2017-09

პრეს–რელიზი #2017-09

ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში 2017 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმები

31.12.2017 იხილე...
ახალი სეზონის კალენდარი

ახალი სეზონის კალენდარი

2017–2018 სეზონის ფედერაციის შეჯიბრებების და ღონისძიებების  სამოქმედო გეგმა–კალენდარი (თბილისი, საქართველო)

04.09.2017 იხილე...
ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის (სსცეფ-ის) პრეზიდენტის, ბ-ნ გიორგი გაჩეჩილაძის დადგენილება სსცეფ-ის რიგითი (საარჩევნო) ყრილობის მოწვევის შესახებ

01.08.2017 იხილე...
Design: Giorgi Tsartsidze; Web Development: Tea Kharitonashvili