მუხლი 5. კლასის მინიჭება

1. D და С კლასში გადასასვლელად - ასაკობრივ კატეგორიებში :

ყმაწვილები I - Juvenile I - (9 წლამდე )

ყმაწვილები II - Juvenile II - ( 10-11 წწ )

მოზარდები I - Junior I – ( 12-13 წწ )

ორივე პროგრამით , ქულათა დარიცხვა ხდება ცხრილი #5- ის შესაბამისად ,

როგორც წყვილში , ასევე ანსამბლში მონაწილე ათლეტზე;

2. А, S და М კლასის მინიჭება ხდება ცალ-ცალკე , ევროპული და ლათინო - ამერიკული ცეკვების პროგრამით .

3. უფროსების ასაკობრივ კატეგორიაში S კლასი ენიჭებათ :

) ათლეტს წყვილში , რომელმაც დაიკავა საპრიზო ადგილი (1-3) საქართველოს ჩემპიონატზე , ევროპულ , ლათინო - ამერიკულ ან ათი (10) ცეკვის პროგრამით ;

) ათლეტს წყვილში , რომელიც ცეკვავს ათი (10) ცეკვის პროგრამას და რომელმაც დააგროვა საკმარისი ქულები А - დან S კლასში გადასასვლელად , ორივე პროგრამაში ცალ - ცალკე , მაგრამ არ დაუკავებია საპრიზო ადგილი ; მას ავტომატურად ენიჭება S კლასი - ორივე პროგრამაში .

) ათლეტს , რომელიც ცეკვავს ანსამბლში და დაიკავა საპრიზო ადგილი (1-3) საქართველოს ჩემპიონატზე ანსამბლებს შორის ;

) S კლასის მინიჭება და მონაცემთა ბაზაში შეყვანა ხდება , არაუგვიანეს ორი (2) კვირისა შეჯიბრის ჩატარების დღიდან ;

4. უფროსების ასაკობრივ კატეგორიაში М კლასის მინიჭება ხდება , მაშინ როდესაც :

) ათლეტი , რომელიც ცეკვავს წყვილში და იკავებს 1 საპრიზო ადგილს საქართველოს ჩემპიონატზე , ევროპული , ლათინო - ამერიკული ან ათი (10) ცეკვის პროგრამით და მას მანამდე მინიჭებული ჰქონდა S კლასი ;

) ათლეტი , რომელიც ცეკვავს ანსამბლის შემადგენლობაში და ანსამბლი იკავებს 1 საპრიზო ადგილს საქართველოს ჩემპიონატზე - ანსამბლებს შორის და მას მანამდე მინიჭებული ჰქონდა S კლასი ;

5. ღია კლასის ( ასაკის მიხედვით ) ტურნირებზე ქულების დასარიცხად საჭირო წყვილთა რაოდენობა - ითვლება იმ კლასის წყვილთა რაოდენობით , რომელშიც გამოდიოდა წყვილი , დამატებული მასზე მაღალი კლასის წყვილთა რაოდენობა , რომლებსაც მოუგო ან გაიყო ადგილი , დამატებული იმ უფრო დაბალი კლასის წყვილთა რაოდენობა , რომლებმაც მოუგეს ამ წყვილს . იმ შემთხვევაში თუ წყვილი იკავებს ბოლო ადგილს , მას არ ერიცხება არც - ერთი ქულა ;

6. შეჯიბრებებზე , რომლებიც ტარდება ცალკე ევროპული და ცალკე ლათინო - ამერიკული ცეკვების პროგრამებით , ათლეტებზე ქულების დარიცხვა ხდება ცხრილ #4 მოცემული სისტემით .

7. ათი ცეკვის პროგრამით ჩატარებულ შეჯიბრებებზე - იმ შემთხვევაში, როდესაც ათლეტ ვაჟს გააჩნია სხვადასხვა კლასი ევროპულ და ლათინო - ამერიკული ცეკვების პროგრამებში ( მაგ . А – ევროპულში , В – ლათინო - ამერიკულში ), წყვილი რეგისტრირდება და ტურნირზე დაიშვება უფრო დაბალი კლასით . მათ დაერიცხებათ ქულები მხოლოდ დაბალ კლასზე , იმ ნორმატივების გათვალისწინებით , რომელიც მოცემულია ცხრილ #4 - ში .

სიახლენი
პრეს–რელიზი #2017-09

პრეს–რელიზი #2017-09

ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში 2017 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმები

31.12.2017 იხილე...
ახალი სეზონის კალენდარი

ახალი სეზონის კალენდარი

2017–2018 სეზონის ფედერაციის შეჯიბრებების და ღონისძიებების 

სამოქმედო გეგმა–კალენდარი

თბილისი, საქართველო
04.09.2017 იხილე...
ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის (სსცეფ-ის) პრეზიდენტის, ბ-ნ გიორგი გაჩეჩილაძის დადგენილება სსცეფ-ის რიგითი (საარჩევნო) ყრილობის მოწვევის შესახებ

01.08.2017 იხილე...
Design: Giorgi Tsartsidze; Web Development: Tea Kharitonashvili