მუხლი 1. შეჯიბრებების კატეგორიები

1. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სსცეფ - ეგიდით , მისი წევრების მიერ ჩასატარებელი შეჯიბრებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად :

1. “A” კატეგორიის შეჯიბრი - ეს არის საერთაშორისო რეიტინგული შეჯიბრებები , ჩემპიონატები , პირველობები ან თასის გათამაშებები , რომლებიც ლიცენზირებულია WDSF- ის მიერ და რეგისტრირებულია შეჯიბრებების მსოფლიო კალენდარში ;

2. “B” კატეგორიის შეჯიბრი - ეს არის საერთაშორისო რეიტინგული შეჯიბრებები , ჩემპიონატები , პირველობები ან თასის გათამაშებები , რომლებიც არ არის ლიცენზირებული WDSF- ის მიერ, მაგრამ მოწვეული მოცეკვავეები და მსაჯები არიან შესაბამისი ქვეყნის WDSF- ის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლები;

3. “C” კატეგორიის შეჯიბრი - ეს არის რესპუბლიკური მასშტაბის რეიტინგული შეჯიბრებები , ჩემპიონატები , პირველობები ან თასის გათამაშებები , რომლებიც ლიცენზირებულია მხოლოდ სსცეფ-ს მიერ, რეგისტრირებულია ეროვნული ფედერაციის შეჯიბრებების ოფიციალურ კალენდარში და მასში მონაწილეობას ღებულობენ მხოლოდ სსცეფ-ს წევრები;

4. “D” კატეგორიის შეჯიბრი - ეს არის აქართველოს მასშტაბით - რეგიონალური რეიტინგული შეჯიბრებები , ჩემპიონატები , პირველობები ან თასის გათამაშებები , რომლებიც ლიცენზირებულია მხოლოდ სსცეფ-ს მიერ, რეგისტრირებულია ეროვნული ფედერაციის შეჯიბრებების ოფიციალურ კალენდარში და მასში მონაწილეობას ღებულობენ მხოლოდ იმ რეგიონის ათლეტები, სადაც ტარდება

ეს შეჯიბრი; შეჯიბრს ემსახურებიან სსცეფ-ს მსაჯები;

5. “E” კატეგორიის შეჯიბრი - ეს არის - შიდა, საკლუბო (დახურული) რეიტინგული შეჯიბრებები ან თასის გათამაშებები , რომლებიც ლიცენზირებულია მხოლოდ სსცეფ-ს მიერ, რეგისტრირებულია ეროვნული ფედერაციის შეჯიბრებების ოფიციალურ კალენდარში და მასში მონაწილეობას ღებულობენ მხოლოდ იმ კლუბის ათლეტები, სადაც ტარდება ეს შჯიბრი;

შეჯიბრს ემსახურებიან სსცეფ-ს მსაჯები;

2. წინამდებარე დებულებას თან ერთვის 2 განაცხადის ფორმა :

1. განაცხადი #07 - შეჯიბრის ჩატარების შესახებ , რომელიც ორგანიზატორმა უნდა შეეავსოს შეჯიბრის ჩატარებამდე 6 თვით ადრე და დასამტკიცებლად გადაუგზავნოს სსცეფ - სპორტ-დირექტორს ;

2. განაცხადი #08 - შეჯიბრის გაუქმების ან გადატანის შესახებ , რომელიც ორგანიზატორმა უნდა შეავსოს შეჯიბრის გაუქმებამდე მინიმუმ 1 თვით ადრე

და დასამტკიცებლად გადაუგზავნოს სსცეფ - სპორტ-დირექტორს ;

3 . სსცეფ-ს სპორტ-დირექტორი ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე წარადგენს ყველა განაცხადს, სადაც პრეზიდიუმი იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც წერილობით ეცნობება ორგანიზატორს (განმცხადებელს);

4. შეჯიბრის გაუქმება ( გარდა ფორს - მაჟორული გარემოებებისა ) ჯარიმდება და ორგანიზატორი ვალდებულია სსცეფ - სასარგებლოდ მის საბანკო ანგარიშსზე გადარიცხოს ამ დებულების მე -2 მუხლში მითითებული ჯარიმა , გაუქმების შესახებ განაცხადის წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში ; აღნიშნულ ჯარიმაზე ფედერაციის გენ . მდივანი გამოწერს ინვოისს ;

5. თუკი შეჯიბრის გაუქმება მოხდება 3 თვით ადრე მისი ჩატარების თარიღიდან , ასეთ შემთხვევაში ორგანიზატორი არ იხდის ჯარიმას ;

6. შეჯიბრის გაუქმების ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში - ორგანიზატორი მომავალში ვერ წარადგენს ახალ განაცხადს შეჯიბრის ჩატარების შესახებ ;

7. A და B კატეგორიის შეჯიბრის გაუქმების შემთხვევაში - ორგანიზატორი ასევე ვალდებულია სრულად დაფაროს ის ხარჯები , რაც მოწვეულმა ათლეტებმა ან მსაჯებმა უკვე გადაიხადეს . ამ საკითხის კონტროლი დაევალება სსცეფ - ვიცე - პრეზიდენტს ;

8. შეჯიბრის თარიღის გადატანა (3 თვიანი შუალედით ) არ ექვემდებარება დაჯარიმებას , მაგრამ ამ შემთხვევაშიც სსცეფ - ვიცე - პრეზიდენტი გადაამოწმებს ჰქონდათ თუ არა გაწეული რაიმე სახის ხარჯები მოწვეულ ათლეტებს ან მსაჯებს (A და B კატეგორიის შეჯიბრის შემთხვევაში );

სიახლენი
პრეს–რელიზი #2017-09

პრეს–რელიზი #2017-09

ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში 2017 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმები

31.12.2017 იხილე...
ახალი სეზონის კალენდარი

ახალი სეზონის კალენდარი

2017–2018 სეზონის ფედერაციის შეჯიბრებების და ღონისძიებების  სამოქმედო გეგმა–კალენდარი (თბილისი, საქართველო)

04.09.2017 იხილე...
ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის (სსცეფ-ის) პრეზიდენტის, ბ-ნ გიორგი გაჩეჩილაძის დადგენილება სსცეფ-ის რიგითი (საარჩევნო) ყრილობის მოწვევის შესახებ

01.08.2017 იხილე...
Design: Giorgi Tsartsidze; Web Development: Tea Kharitonashvili