კავკასიის თასი 2017

12.04.2017
მსოფლიო ღია რეიტინგული შეჯიბრებები სპორტულ (სამეჯლისო) ცეკვებში ”XXII კავკასიის თასი 2017”!

ა.წ. 13 და 14 მაისს ჩვენი ფედერაციის ორგანიზებით ქ. თბილისის ფრენბურ თის ახალ არენაში (დიდი დიღომი, ოლიმპიური პარკი) ჩატარდება XXII კავკასიის თასი 2017!

აღნიშნული შეჯიბრებების ფარგლებში 2 დღის განმავლობაში ჩატარდება საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და 9 მსოფლიო სპორტცეკვების ფედერაციის მიერ ლიცენზირებული შეჯიბრი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 4 შეჯიბრი უფროსი ასაკის (19-35 წწ) მოცეკვავეების შორის - მსოფლიო ღია რეიტინგული შეჯიბრებები ევროპული და ლათინო-ამერიკული ცეკვების პროგრამით -
WDSF World Open Latin
WDSF International Open Standard
WDSF Open 10 Dance
WDSF PD Open Latin

ჩვენი ფედერაციის ყველა წყვილი და ინდივიდუალური შემსრულებელი მთელი საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს ამ შეჯიბრებებში.

ათლეტები იქნებიან შემდეგი ქალაქებიდან: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი, რუსთავი, ახალციხე, ახალქალაქი, ფოთი, ზუგდიდი, საჩხერე, თელავი, კაჭრეთი და ა. შ.
ველით საერთაშორისო კლასის მოცეკვავე წყვილებს დაახლ. 25 ქვეყნიდან.

შეჯიბრს მოემსახურება მსაჯთა ბრიგადა, სადაც საქართველოს მსაჯებთან ერთად იმუშავებს 20 მოწვეული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი 17 ქვეყნიდან!

შეჯიბრებები 2 დღის განმავლობაში ჩატარდება ქ. თბილისის ფრენბურთის ახალ არენაში (დიდი დიღომი, ოლიმპიური პარკი); ღონისძიება აქტიურად გაშუქდება მას-მედისს საშუალებებით!

წელს ველით 1,500-ზე მეტ ათლეტს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებს დაახლ. 6 ვარსკვლავური წყვილი ევროპული ცეკვების პროგრამით და დაახლ. 14 ლათინო–ამერიკული ცეკვების პროგრამით!

რეგისტრაცია საერთაშორისო წყვილებისთვის გრძელდება და დასრულდება 10 მასისს, როდესაც უკვე ზუსტი ინფორმაცია გვეცოდინება ყველა TOP წყვილის შესახებ! ე.წ. ვარსკვლავური წყვილები ეს არიან წყვილები მსოფლიო რეიტინგის TOP 50-ეულიდან!.

შეჯიბრებები ჩატარდება 2 დღის განმავლობაში და დაყოფილი იქნება 2 განყოფილებად: დღის განყოფილება 10:00–15:00 და საღამოს გალა საღამო 20:00 სთ! შეჯიბრებები პარალელურ რეჟიმში ჩატარდება A და B საცეკვაო მოედანზე;

გელით ყველას წლის უმნიშვნელოვანეს შეჯიბრზე სპორტულ ცეკვებში!

სიახლენი
პრეს–რელიზი #2017-09

პრეს–რელიზი #2017-09

ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში 2017 წელს გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმები

31.12.2017 იხილე...
ახალი სეზონის კალენდარი

ახალი სეზონის კალენდარი

2017–2018 სეზონის ფედერაციის შეჯიბრებების და ღონისძიებების  სამოქმედო გეგმა–კალენდარი (თბილისი, საქართველო)

04.09.2017 იხილე...
ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

ფედერაციის 2017 წლის რიგითი (საარჩევნო) საერთო კრება (ყრილობა)

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის (სსცეფ-ის) პრეზიდენტის, ბ-ნ გიორგი გაჩეჩილაძის დადგენილება სსცეფ-ის რიგითი (საარჩევნო) ყრილობის მოწვევის შესახებ

01.08.2017 იხილე...
Design: Giorgi Tsartsidze; Web Development: Tea Kharitonashvili